
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, "გირჩელები" პარლამენტში შევლენ". ამის შესახებ მან გადაცემაში "დღის სტუმარი" ვახო მეგრელიშვილის იმ განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, "გირჩის" განაყოფის წევრები "ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იწყებენ.
"გირჩელები" პარლამენტში შევლენ.. დარწმუნებული ვარ სრულიად.. .."ვითომ" ხალხია ზოგადად და "ვითომ" მოლაპარაკებებზეც შედიან, რა თქმა უნდა. "გირჩი არის" ზურა ჯაფარიძე. ეგენი არიან "ვითომ" "გირჩი" და შედიან "ვითომ" მოლაპარაკებებზე და მერე "ვითომ" პარლამენტის "ვითომ" წევრები გახდებიამ, - ამბობს ნიკა გვარამია.
"გირჩის" განაყოფის წევრმა ვახო მეგრელიშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას თქვა, რომ "უნდა გავარკვიოთ რა მასშტაბის შარში ვართ.. "ქართულ ოცნებას" შევუთანხმდით და მათთან უშუალოდ დავიწყებთ საუბარს".