
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ნათია მეზვრიშვილი Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და მართლმსაჯულების რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს.
მეზვრიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებისას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იყოს გათვალისწინებული. მეზვრიშვილის თქმით, შეინიშნება მართლმსაჯულების განმახორციელებელი ინსტიტუტების ჩანაცვლების მცდელობა, რაც ძალიან საშიში ტენდენციაა.
შეინიშნება „არაფორმალური გამოძიების/მართლმსაჯულების“ წესად დამკვიდრების ძალიან საშიში ტენდენცია; მართლმსაჯულების განმახორციელებელი ინსტიტუტების ჩანაცვლების მცდელობა; ქმედების დანაშაულებრიობაზე დასკვნების გაკეთება სამართლებრივი პროცედურების გარეშე; შეგნებულად თუ შეუგნებლად, საკანონმდებლო ნორმების და სამართლებრივი რეგულაციების არასწორი განმარტებები (ყველაზე საშიშია, როცა ამას იურისტი აკეთებს). ეს ტენდენცია კარგს არაფერს მოიტანს, - წერს მეზვრიშვილი.