დღევანდელი, 20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 691 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 422 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 158 ადამიანი გამოჯანრთელდა.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 122 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 99 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,7 მილიონზე მეტი.