შეგუებას არ ვაპირებთ - ოპოზიცია დღეს 12:00 საათზე სამოქმედო გეგმას გამოაცხადებს

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია დღეს, 20 მარტს, 12:00 საათზე პარლამენტის შენობასთან სამოქმედო გეგმას გამოაცხადებს. ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, გუშინ, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ერთობლივი შეხვედრისას მიიღეს.

ოპოზიციის განცხადებით, ისინი დანებებას არ აპირებენ და მშვიდობიან პროტესტს გააგრძელებენ. მათი მოთხოვნები უცვლელია, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

"ჩვენ გუშინ ვიმსჯელეთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორს, ჩვენ გეგმებზე. ხელისუფლების მშვიდობიანად შესაცვლელად აუცილებელია, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ და რიგგარეშე არჩევნები იყოს. ჩვენი გეგმები დღეს 12:00 საათზე გამოცხადდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ რეჟიმის მიერ ყველაფრის კადრებას, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს ყველას, რომ ბრძოლა, თანმიმდევრულობა და სიმტკიცე არის მნიშვნელოვანი", - თქვა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ.  

ცნობისთვის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლების შეთანხმება ვერ შედგა და მოლაპარაკებები ჩაიშალა. დანიელსონი 19 მარტს დილით ბრიუსელში გაფრინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი