მოლაპარაკების პროცესის შედეგზე მთელი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება - იუკნევიჩიენე

გამოქვეყნდა:

"მოლაპარაკების პროცესის შედეგზე მთელი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას, მთავრობას ეკისრება", - ეს განცხადება ევროპარლამენტარმა და ევროპის სახალხო პარტიის ბლოკის წევრმა ლიეტუვიდან, ამ ქვეყნის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა რასა იუკნევიჩიენემ, "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბრისას გააკეთა.

რასა იუკნევიჩიენემ, ევროკავშირის მედიაციით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართული შეხევდრები შეაფასა და განაცხადა, რომ მედიაციის შედეგით იმედგაცრუებულია.

"ნამდვილად ველოდი, რომ ქართული სახელმწიფო და ქართული პოლიტიკური ელიტა გამოიყენებდა ამ შანსს, როცა ძალიან მაღალი დონის ევროპელი ლიდერების ჩართულობით, ამგვარი მოლაპარაკებები დაიწყო. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მედიაციის პროცესი ევროპის მხრიდან, რაც იმას ნიშნავს, პირველ რიგში, რომ საქართველო მარტო არ არის. ის ბევრს ნიშნავს ევროპისთვის, ევროკავშირისთვის და ჩემი ჩათვლით, მას ევროპის კონტინენტზე მნიშვნელოვან ქვეყნად განვიხილავთ. ეს არის სახელმწიფო, რომელსაც დღემდე მოვიაზრებდით, როგორც ლიდერს რეგიონში დემოკრატიული რეფორმების და ევროპასთან პარტნიორობის კუთხით. მაგრამ, ხუთშაბათის შემდეგ, მე იმედგაცრუებული დავრჩი.

მაქვს ბევრი წუხილი და შეშფოთების მიზეზი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. არ ვიცი, რა მოხდება ახლა, მაგრამ, მსგავს შემთხვევებში, მოლაპარაკების პროცესის შედეგზე მთელი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას, მთავრობას ეკისრება, რამეთუ მას გააჩნია ყველა რესურსი. ის აკონტროლებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, და გავლენა აქვს პრეზიდენტის ინსტიტუტზე. ვიტყოდი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მის გუნდს, ამ მოლაპარაკებების წარუმატებლობაში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება. ხელი, რომელიც ევროპამ საქართველოს გაუწოდა, ქვეყანამ არ მიიღო", - თქვა რასა იუკნევიჩიენემ.

ცნობისთვის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლების შეთანხმება ვერ შედგა. დანიელსონი 19 მარტს დილით ბრიუსელში გაფრინდა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი