"გავერთიანდებით ერთი იდეის ქვეშ, რასაც ჰქვია მოძრაობა საქართველოსთვის", - ამის შესახებ, "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგი უგულავამ პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.
უგულავას განცხადებით, მოძრაობა საქართველოში მოიცავს საზოგადოების დიდ ნაწილს და ივანიშილის აიძულებს დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.
"ევროპის მედიაციით მოლაპარაკებები ჩავარდა და სამწუხაროდ, განცდა, რომ ივანიშვილი ჩვეულებრივად არ წავა კიდევ უფრო გამძაფრდა ჩვენს საზოგადოებაში. თუ ჩვენ არ გავმოძრავდებით, თუ ერთად არ დავირაზმებით და გავერთიანდებით ერთი იდეის ქვეშ, რასაც ჰქვია მოძრაობა საქართველოსთვის. მოძრაობა საქართველოსთვის არის, თითოეული ადამიანი, რომელიც გამოდის გარეთ და აღარ ეგუება იმას, რაც ქვეყანაში ხდება... ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანი [ივანიშვილი] წავიდეს მშვიდობიანად, ვადამდელი არჩევნებით, ჩვენ გვინდა, რომ ეს არჩევნები დანიშნოს, შეთანხმებით, მაგრამ, თუ ეს არჩევნები არ დაინიშნება შეთნხმებით, მაშინ დაინიშნება იძულებით, იძულებით ხალხისგან... იქნება სრული პროტესტი და დაუმორჩილებლობა", - თქვა უგულავამ.
იხილეთ ასევე: