ხანგოშვილის მკვლელს რუსეთის სპეცსამსახურებთან აქვს კავშირი - საქმის ახალი მტკიცებულებები

გამოქვეყნდა:

უკრაინაში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს. ამის შესახებ საუბარია სამი გამოცემის, "ბელინგქეთის", "ინსაიდერისა" და "შპიგელის" ერთობლივ საგამოძიებო მასალაში. მტკიცებულებების თანახმად, ხანგოშვილის მკვლელი, რომელიც თავს ვადიმ სოკოლოვს უწოდებს, სინამდვილეში ვადიმ კრასიკოვი არის და კავშირი აქვს რუსეთის სპეცსამსახურებთან.

"გამოძიებით დადგინდა, რომ პასპორტი, რომელითაც ეჭვმიტანელი მოგზაურობდა, სახელმწიფოსგან იყო გაცემული, თუმცა მისი იდენტობა არაავთენტურია. კერძოდ, ვადიმ სოკოლოვი 2019 წლამდე რუსეთის რეგისტრაციებში არ არსებობდა. ჩვენ დავასკვენით, რომ ეს პირადობის მოწმობა რუსეთის ხელისუფლების მიერ არის გაცემული",-ნათქვამია გამოცემაში.

ვადიმ კასიკოვის უფლება დამცველი ამბობს, რომ ორი პირის პირადობის დამადასტურებელი საბუთები დამაჯერებელი არ არის და ის მხოლოდ სახის შედარებას ემყარება.

უკრაინის სამართალდამცავებმა მტკიცებულებები გერმანელ კოლეგებს გადასცეს. ხანგოშვილი საქართველოში 2005 წლიდან ცხოვრობდა. 2015 წელს თბილისში მასზე თავდასხმა განხორციელდა, ერთი წლის შემდეგ კი  მან გერმანიაში თავშესაფარი ითხოვა, სადაც 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი