სამოქალაქო მოძრაობები მთავრობას ნოვრუზ ბაირამზე კომენდატის მოხსნისკენ მოუწოდებენ

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო მოძრაობამ "მრავალეროვანმა საქართველომ“, პრემიერმინისტრს და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, ტრადიციული დღესასწაულის - ნოვრუზ ბაირამისთვის ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნის მოთხოვნით მიმართა.

ორგანიზაცია შეღავათს მხოლოდ ერთ დღეს 21 მარტის ითხოვს. მათი ცნობით, ნოვრუზ ბაირამი, რომელიც საქართველოში მრავალი საუკუნეს მანძილზე აღინიშნება, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო 2020 წელს არასრულფასოვნად ჩატარდა.

"მივმართეთ პრემიერს და საკოორდინაციო საბჭოს, რომ მხოლოდ იქ მოხსნას ე.წ. კომენდანტის საათი, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. ეს არაა რელიგური დღესასწაული, ესაა ახალი წელი, გაზაფხულის მოსვლა. თუ იყო შესაძლებელი ახალ წელსა და 7 იანვარს მოხსნილიყო კომენდანტის საათი ახლა რატომ არ არის",- ამბობს, ანრო სტეფანიანი, "მრავალეროვანი საქართველოს" თავმჯდომარე.

პლატფორმა "სალამის" წევრები ხელისუფლებას შერჩევით დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, ხელისუფლება "მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი მოქალაქეებისთვის არის".

მთავრობას, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე, ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნის მოთხოვნით მიმართა სახალხო დამცველმაც.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი