ახალ დღის წესრიგზე უნდა გადავიდეთ, შეუძლებელია თვეები მოგონილი კრიზისი გაგრძელდეს - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. მმართველი გუნდი მოლაპარაკების ჩაშლაზე პასუხისმგებლობას ისევ ოპოზიციას აკისრებს და ამბობს, რომ ახალ დღისწესრიგზე გადასვლაა საჭირო. მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ ახალ დღის წესრიგზე უნდა გადავიდნენ.

"თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კომპრომისული ნაბიჯები, რომელიც გადაიდა ჩვენი მხრიდან და წინადადებები, ისევ დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე და შეუძლია ოპოზიციას ნებისმიერ მომენტში მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხების მიმღებლობის შესახებ და ნებისმიერ მომენტში ჩვენ მზად ვართ, რომ კვლავ გავაგრძელოთ ამ თემებზე საუბარი. ქართულ ოცნებას ნამდვილად ჰქონდა უამრავი კომპრომისული ნაბიჯი, უამრავი კომპრომისული წინადადება, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო წასვლა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გადავდიეთ ახალ დღის წესრიგზე. მართლაც შეუძლებელია, თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი", - განაცხადა მდინარაძემ.

"ოცნების" კიდევ ერთი წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთადერთი ვისაც "რადიკალიზებული ოპოზიცია" აწყობს რუსეთია. მისი აზრით, ოპონენტებში არის ჯგუფი, რომელიც პირდაპირ მოწოდებულია ჩაშალოს ყოველგვარი შეთანხმება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი