
თბილისის მერია უარყოფს, რომ ვაშლიჯვრის მიმდებარედ, მეწყრულ ზონაში ახალი ბზარები გაჩნდა. სამუშაო ჯგუფის წევრის, გეოლოგ მერაბ გაფრინდაშვილის თქმით, ნაპრალები ათეული წლებია არსებობს და მათ მეწყერთან პირდაპირი კავშირი არ აქვთ.
"გუშინ და დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა ვაშლიჯვრის მიმდებარედ გაჩნდა ახალი ნაპრალები, რღვევები, ეს რღვევებიც და ნაპრალებიც არახალია, ათეული წლებია არსებობენ და არავითარი საფრთხე ამ ეტაპზე მოსახლეობის მიმართებაში არ არსებობს", - თქვა მერაბ გაფრინდაშვილმა.
მისივე განცხადებით, მეწყრულ სხეულს, რომლის ჩასახვა-გააქიტურება 2020 წლის მარტის დასაწყისში, კავშირი არ აქვს იმ ინფორმაციასთან, რაც დღეს გავრცელდა.
წინასწარი შეფასებით, ნახევარი კუბური მეტრი მიწის ფართობი ვაშლიჯვრის ფერდობს უკვე მოწყვეტილია, ადგილზე ნაპრალების რაოდენობა ყოველ დღე იმატებს. ექსპერტები ამბობენ, რომ ტერიტორიის შესწავლა რაც შეიძლება დროულად უნდა მოხდეს და ადგილზე ნებისმიერი მძიმე ტექნიკის მუშაობა უნდა შეჩერდეს.