შევარდნაძის დროინდელი ბიზნესმენი მრავალწლიან დუმილს არღვევს. სკანდალური ბიოგრაფიის მქონე ყოფილი დეპუტატი ქართული ოცნების ხელისუფლებას უპირისპირდება და მისი კუთვნილი მილიონების მითვისებაში ადანაშაულებს.
ისტორია კი გასული საუკუნის 90 -იანი წლებიდან იწყება
ლევან პირველის კომპანია "ანგლო ოილმა" ბიზნესი წამოიწყო და ქვეყანაში ელექტროენერგიის, ბენზინისა და მაზუთის შემოტანა გადაწყვიტა.
ხელშეკრულებებს კომპანის ავსტრიული "რაიფაიზენ ბანკის" კრედიტის მეშვეობით აფორმებდა იმ პირობით რომ დავალიანებას ნავთობპროდუქტების რეალიზაციის შემდეგ გაისტუმრებდა. ლევან პირველი გვიყვება რომ ამ საქმიანობით საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას მისი კომპანიის 46 მილიონი დოლარი ვალი დაუგროვდა.
მის მიმართ დავალიანება არც შევარდნაძის და არც მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ არ აღიარა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი დარწმუნებული იყო რომ ეს თავიდანვე კორუფციული სქემის ნაწილი იყო. მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია რომ ქართული ოცნება ახლა შევარდნაძისდროინდელ კორუფციულ სქემას აგრძელებს.
ხელშეკრულებით ვგებულობთ, რომ 46 მილიონიანი ვალი ქართულმა ოცნებამ "ანგლო ოილის" სასარგებლოდ, სახელმწიფო ვალად აღიარა. ხელშეკრულებაში წერია რომ ამ 46 მილიონიდან 15 საქართველოს რაიფაიზენ ბანკისთვის უნდა გადაეხადა, აქვე ვხედავთ, რომ ავსტრიულ ბანკს რატომღაც 10 მილიონით მეტი, 25 მილიონი გადაურიცხეს.
46 მილიონიანი ვალის აღიარების ხელშეკრულება იუსტიციის სამინისტროში თეა წულუკიანის მინისტრობის დროს მომზადდა და წულუკიანმა ხელიც მოაწერა.
25 მილიონი კი ავსტრიულ ბანკში ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერობის დროს გაიგზავნა და შესაბამისად მისი განკარგულებაც არსებობს. სწორედ ამ ორ მაღალჩინოსანს ადანაშაულებს ლევან პირველი 10 მილიონიან ატკატში.
ლევან პირველი კი პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს. ბიზნესმენი რომლის სახლსაც არაოფიციალურად მაგრამ მაინ გახმაურებული მკვლელობის საქმეც კი უკავშირდება თანამოაზრეებს ეძებს. ამბობს რომ არსებული პოლიტიკური სპექტრი არ მოსწონს და მესამე ცენტრისკენ იხრება.
ლევან პირველი სამომავლო კავშირებს პირდაპირ არ ადასტურებს თუმცა თვლის რომ ვანო ჩხარტიშვილის მიერ დაფინანსებული ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია კარგი ბიჭია. სავარაუდოდ არჩევანს ის სწორედ მასზე აკეთებს.