
"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, ბოლნისის მერის სიძის კომპანიამ 2014 წლის შემდეგ, 32-დან 26 ტენდერში გაიმარჯვა და სახელმწიფოსგან 4 მილიონი მიიღო. ტენდერების 60% უკონკურენტო იყო:
ბოლნისის მერის, დავით შერაზადაშვილის სიძის, დავით ხმელიძის კომპანია “შპს დევეპლიუსი” წლებია ბოლნისის მუნიციპალიტეტის გარე განათებას აკეთებს.
შპს დევეპლუსმა ბოლოს 2020 წლის დეკემბერში გაიმარჯვა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გარე განათების ტენდერში და სრულიად უკონკურენტო გარემოში 396,000-ლარიანი ხელშეკრულების მოპოვება შეძლო.
მას შემდეგ, რაც ბოლნისის მერი დავით შერაზადაშვილი 2014 წელს პირველ თანამდებობაზე დაინიშნა, შპს “დევეპლიუსმა" 32 ტენდერიდან 26-ში გაიმარჯვა" ნათქვამია ინფორმაციაში