
კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით დღეს, 21 მარტს თბილისში კიდევ ერთი აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა "სოცაფეთქებაა", მოქალაქეები 14:00 საათზე კანცელარიის შენობასთან შეიკრიბებიან.
ორგანიზატორების განცხადებით, აქციაზე შედგება საკონსტიტუციო სარჩელზე საჯარო ხელმოწერა. სარჩელს თავისუფლების ინსტიტუტი წარმართავს. აქციის ბოლოს ორგანიზატორები სამომავლო გეგმას და მთავრობისადმი ულტიმატუმს გააჟღერებენ.
საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი სარჩელი მოიცავს შემდეგ სადავო სამართლებრივ აქტებს: