სამძიმარი მავთულხლართებთან - დათა პაპას ხვალ დაკრძალავენ

გამოქვეყნდა:

მოძრაობა "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია დღეს ხურვალეთში დათა პაპას  სამძიმარზე ჩავა. მოძრაობის წევრები 11.30 საათზე რესპუბლიკის მოედანზე ველოსიპედთან შეიკრიბებიან და საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრებიან.

სამძიმარზე ჩასვლას დღეს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილიც გეგმავს.

დათა ვანიშვილს ხვალ, 22 მარტს დაკრძალავენ.

საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა.

ოკუპანტი რუსეთის მსხვერპლი, საკუთარ სახლში, მავთულხლართების მიღმაა დასვენებული, მისი მეუღლე კი სამძიმარს ნათესავებისგან და თანასოფლელებისაგან, გამყოფი ხაზის მეორე მხრიდან იღებს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი