ევროკავშირიდან ჩვენს მეგობრებს მივმართავთ, თუ იქნება მედიაციის გაგრძელების სურვილი, მზად ვართ - ჩიხლაძე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის ინფორმაციით, ოპოზიცია აპირებს, მედიაციის გაგრძელების თხოვნით უახლოეს დღეებში ევროკავშირს მიმართოს

როგორ ჩიხლაძე ამბობს, მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ოპოზიცია მზად არის.

"ჩვენ უახლოეს დღეებში, ჩვენს მეგობრებს ევროკავშირიდან კიდევ ერთხელ მივმართავთ და თუ იქნება მედიაციის გაგრძელების მზაობა და სურვილი ევროკავშირის მხრიდან, ჩვენ კვლავ მზად ვართ და გახსნილები ვართ მოლაპარაკებებისთვის",- განუცხადა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლების შეთანხმება ვერ შედგა. დანიელსონი 19 მარტს დილით ბრიუსელში გაფრინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი