"ისთ ფოინთის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მძღოლებმა საწვავის გაძვირება გააპროტესტეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა შვიდი პირი დააკავეს, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. შვიდივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავეს და უკვე გაათავისუფლეს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ერთ დაკავებულს მართვის მოწმობა ჩამოართვეს, დანარჩენები კი დააჯარიმეს.

სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პროტესტის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიცია ამბობს, რომ აქციის მონაწილეები დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

მძღოლები ბენზინზე აქციზის საფასურის დაწევას და პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი