მერიის ერთ-ერთი სამსახური სახელფასო ფონდის 4 მლნ-ზე მეტით გაზრდას მოითხოვს - ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

"ხელში ჩამივარდა დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა რომ "კალაძის მერიაში" კონკრეტული "სამსახური" ითხოვს ხელფასების გაზრდას - 12 900 ლარამდე, 9 200 ლარამდე, 8 500 ლარამდე, 7 500 ლარამდე და ა.შ.", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა Facebook-ზე დაწერა. 

როგორც მან "მთავარ არხთან" განმარტა, საქმე ეხება თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სამსახურს, რომელიც სახელფასო ფონდის, წლიურად 4 მილიონზე მეტი ლარით გაზრდას მოითხოვს. 

ლევან ხაბეიშვილი დოკუმენტაციის გასაჯაროებას ხვალ, 22 მარტს აპირებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი