თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მესაზღვრეებს პროფესიული დღე რუსი სამხედროს ფოტოთი მიულოცა.
დავით სუჯაშვილმა პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა და მას შემდეგ, რაც კომენტარებში დაუწერეს, რომ ფოტოზე რუსი ჯარისკაცია, პოსტი წაშალა. ფოტოს ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს.
ამ ეტაპზე განმარტება არც თავად სუჯაშვილს და არც თავდაცვის სამინისტროს არ გაუკეთებია.