მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცეპრემიერად დანიშვნასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ზელენსკის ქართული ოპოზიციური პარტიები საგანგებო მიმართვას უგზავნიან.
ხელისუფლების ოპონენტებმა, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით, ივანიშვილის გუნდის განცხადებები ორი ქვეყნის ურთიერთობების ჭრილში არ განიხილონ და გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღონ.
ვთვლით, რომ საქართველოს ხელისუფლების ბოლო უპასუხისმგებლო განცხადებები და ქმედებები არის სტრატეგიული პარტნიორის მიმართ უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი და უკრაინის შიდასახელმწიფოებრივ საკითხებში უაპელაციო ჩარევის მცდელობა, რაც ჩრდილს აყენებს ჩვენი ხალხების მტკიცე მეგობრობას", - წერია მიმართვაში.
რეფორმების საკითხში ვიცეპრემიერობა უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს გასულ კვირას შესთავაზა. თუმცა, ახლა ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა სხვა თანამდებობაზე დაინიშნოს. ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავჯდომარის დავით არახამიას თქმით, პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და მიხელ სააკაშვილი რამდენიმედღიანი მოლაპარაკების შემდეგ, თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ.