ირაკლი ანთაძემ დათა ვანიშვილის ოჯახს მავთულხლართებთან მიუსამძიმრა

გამოქვეყნდა:

ხურვალეთში სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი დირექტორის მოადგილე ჩავიდა. გარდაცვლილი დათა ვანიშვილის ოჯახს მან მავთულხლართებიდან მიუსამძიმრა. ადგილზე იმყოფებოდა გორის მერიც.

„კიდევ ერთხელ მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო დათა პაპას გარდაცვალების გამო ადამიანის, რომელიც არის არა მხოლოდ ოკუპაციის, არამედ ქართველი კაცის სულით უტეხობის სიმბოლო და დღეს მას მიიბარებს ქართული მიწა“, - განაცხადა ანთაძემ

დათა ვანიშვილს დღეს 3 საათზე დაკრძალავენ. ჯერჯერობით უცნობია შეძლებენ თუ არა დათა ვანიშვილის ნათესავები ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას იმისთვის, რომ გარდაცვლილი უკანასკნელ გზაზე გააცილონ. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი