თამარ ბაჩალიაშვლის საქმის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა ივანე გულაშვილმა მისთვის მიწოდებული ინფორმაცია მოგვიანებით უარყო, რის სავარაუდო მიზეზადაც ადვოკატი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ასახელებს.
გარდა ამისა, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გულაშვილის ადვოკატის, დავით ხარატის მეუღლე მერი გულუაშვილი მოსამართლეა - ეს ინფორმაცია "მთავარი არხის" ეთერში მიხეილ რამიშვილმა დაადასტურა.
თავად გულაშვილს, რომელსაც საქალაქო სასამართლომ 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მოგვიანებით საპროცესო გაუფორმეს და მას საპატიმროში 2 წლის გატარება მოუწევს.
გულაშვილის საქმის დეტალები გასაიდუმლოებულია.
მისი 2019 წლის ინტერვიუ პოსტ ფაქტუმმა გუშინ, 21 მარტს გაასაჯაროვა.
დღეს კი გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრისას მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ გულაშვილს გასული წლის ზაფხულში საპატიმროში შეხვდა და მან უთხრა, რომ თამარ ბაჩალიაშვილს პირადად იცნობდა და მას გარკვეულ დავალებებსაც აძლევდა, თუმცა მოგვიანებით მან ეს ყველაფერი უარყო იმის მიუხედავად, რომ გულაშვილის მიწოდებული ინფორმაცია მას წერილობით ჰქონდა დადასტურებული და პროკურატურასაც გადასცა.
გამეცნო როგორც სუს-ის ყოფილი თანამშრომელი და დეტალურად მითხრა რამდენი შეხვედრა ჰქონდა თამართან. მითხრა რომ იყო პროგრამისტი, ჰქონდა შეხება თამართან და დავალებებს აძლევდა მას" ამბობს რამიშვილი და ვარაუდობს, რომ გულაშვილმა ეს ინფორმაცია "სავაჭროდ გახადა".