როგორ მიაღწია ივანე გულაშვილმა სასჯელის 9-დან 2 წლამდე შემცირებას - მიხეილ რამიშვილი აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

უცნობია მიზეზი, თუ როგორ შეძლო ივანე გულაშვილმა აეძულებინა პროკურატურა, რომ მისთვის მისჯილი 9 წლიდან სასჯელის ვადა ორ წლამდე შეემცირებინათ. 

ადვოკატ მიხეილ რამიშვილს აქვს ეჭვი, რომ ეს ეხება თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებულ ახსნა-განმარტებას, რომელიც ივანე გულაშვილმა მას უკვე პატიმრობის დროს მისცა - როგორც რამიშვილი ყვება, მაშინ გულაშვილმა თვითონ მოითხოვა ადვოკატთან შეხვედრა, მაგრამ მოგვიანებით ეს ახსნა-განმარტება თავადვე უარყო. 

რამიშვილს ეჭვი აქვს, რომ პატიმარმა სწორედ ამ ახსნა-განმარტებით ივაჭრა პროკურატურასთან და ასე მიაღწია სასჯელის ვადის შემცირებას.

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი