საქართველოს ევროპული გზა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობაზე უნდა გადიოდეს - ლანდსბერგი 

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე დღეს, 22 მარტს, საქართველოს საკითხი განიხილეს. სხდომის დასრულების შემდეგ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისა და ნატო-სკენ მხოლოდ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობაზე უნდა გადიოდეს.

ევროკავშირში საქართველოს მოვლენები დიდი სადარდებელია. ევროკავშირმა ძალიან ნათლად გვითხრა, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისა და ნატო-სკენ, მხოლოდ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობაზე უნდა გადიოდეს. თუ საქართველო ამ გზას გადაუხვევს, ეს ხელს შეუშლის არამხოლოდ საქართველოს ტრანსატლანტიკურ გზას, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსაც, - თქვა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი