ყველას პასუხისმგებლობაა, მათ შორის ჩემიც - გამყრელიძე ექთნის გარდაცვალებაზე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალციხეში 27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმეზე პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. 

"პასუხისმგებლობა ყველა ჩვენთაგანის არის, მათ შორის ჩემი პასუხისმგებლობაც არის, ჩვენი ცენტრის, თითოეული იმ ადამიანის, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ძალიან დიდია და ისე, როგორც მე განვიცდი ამ შემთხვევას, არ მგონია რომელიმე ადამიანი განიცდიდეს, იმიტომ, რომ მე ექიმი ვარ და მე მინახავს ამ ტიპის გართულებები, ბევრი ქვეყანაში და მინახავს, სამწუხაროდ, ფატალური გამოსავლით, ამიტომ ექიმები, ჩვენ ცოტა სხვანაირად განვიცდით ამას", - თქვა ამირან გამყრელიძემ. 

ამ თემასთან დაკავშირებით დღეს მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობას თავადაც გრძნობს, თუმცა გადადგომას არ აპირებს, რადგან მსგავს პრეცედენტს მსოფლიო არ ცნობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი