მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ ყოფილა - ტიკარაძე ექთნის გარდაცვალების გამო არ გადადგება

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალციხეში კლინიკა "იმედში" 27 წლის ექთნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობას გრძნობს, თუმცა ამის გამო გადადგომას არ აპირებს, რადგან მსოფლიო მსგავს პრეცედენტს არ ცნობს.

"ჯანდაცვის მინისტრი, რა თქმა უნდა, გრძნობს პასუხისმგებლობას და ეს არის თითოუელი იმ ადამიანის პასუხისმგებლობა, ვინც ამ საკითხზე მუშაობს, თუმცა ის ფაქტი, რაც ახალციხეში მოხდა, და ის რომ ჩვენ ვაქცინაციის პროცესი მრავალპროფილურ დაწესებულებებში გადავიტანეთ, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შემდეგი ეტაპისთვის ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს და კვლავ ამბულატორიულ დონეზე გაგრძელდეს. მსგავსი მსოფლიოში პრეცედენტი არ ყოფილა, და შესაბამისად საქართველოში არ განხორციელდება", - თქვა ტიკარაძემ. 

რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდებენ, რომ პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი