
პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, პარტიის შექმნას ბიძინა ივანიშვილისგან დამოუკიდებლად ფიქრობდეს.
ბესელიას გახარიას მომავალ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, ორი ვერსია აქვს.
"ორი ვერსია მაქვს, მაგრამ არ ვიჩქარებდი, დავაკვირდებოდი ჯერ მოვლენებს და პროცესებს, ეს იქნება თუ არა ივანიშვილის მიერ წინასწარ გაცხადებული ახალი ალტერნატივის შექმნის მცდელობა, თუ ეს არის რაიმე სხვა პროექტი და იმასაც ვუშვებ, რომ შეიძლება არ იყოს გახარია ივანიშვილის პროექტის ნაწილი და ის დამოუკიდებლად სხვა ჯგუფებთან ფიქრობდეს",-თქვა ბესელიამ.
თანამდებობის დატოვების შემდეგ, ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია მედიასთან დღეს პირველად გამოჩნდა და თქვა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.