
მოძრაობა "დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიასა და "ლელო"-ს ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხელფასების გაზრდა იგეგმება.
მათივე ინფორმაციით, სწორედ დღევანდელ სხდომაზე განიხილება ადმინისტრაციის თანამშრომელთა ანაზღაურების მომატების საკითხი.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თამარ ჟვანიას უწყებაში მოქმედებს კლანი, რომელსაც სათავეში ჟვანიას მოადგილე, გიორგი ჯავახიშვილი უდგას.