თინა ბოკუჩავა: "ქართულ ოცნებას" სააკაშვილის მიმართ "პოლიტიკური ბოღმა" აქვს

გამოქვეყნდა:

"ქვეყნებს შორის ურთიერთობა მხოლოდ იმის გამო იძაბება, რომ „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის მიმართ „პოლიტიკური ბოღმა“ აქვს", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. 

ძალიან სამარცხვინოა, როდესაც ივანიშვილის პაიკები აფუჭებენ საქართველო-უკრაინის ურთიერთობას იმისთვის, რომ ანთხიონ საკუთარი პოლიტიკური ბოღმა პრეზიდენტი სააკაშვილის წინააღმდეგ. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველოში გატარებული რეფორმები აღიარებულია მსოფლიოში, რეგიონში“, - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცეპრემიერად დანიშვნასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ზელენსკის ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საგანგებო მიმართვა გაუგზავნეს.

ხელისუფლების ოპონენტებმა, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით, ივანიშვილის გუნდის განცხადებები ორი ქვეყნის ურთიერთობების ჭრილში არ განიხილონ და გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღონ.

ვთვლით, რომ საქართველოს ხელისუფლების ბოლო უპასუხისმგებლო განცხადებები და ქმედებები არის სტრატეგიული პარტნიორის მიმართ უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი და უკრაინის შიდასახელმწიფოებრივ საკითხებში უაპელაციო ჩარევის მცდელობა, რაც ჩრდილს აყენებს ჩვენი ხალხების მტკიცე მეგობრობას", - წერია მიმართვაში.

რეფორმების საკითხში ვიცეპრემიერობა უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს გასულ კვირას შესთავაზა. თუმცა, ახლა ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა სხვა თანამდებობაზე დაინიშნოს. ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავჯდომარის დავით არახამიას თქმით, პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და მიხელ სააკაშვილი რამდენიმედღიანი მოლაპარაკების შემდეგ, თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი