სპორტსა და ახალგაზრდობას ღირსეული ადგილი უნდა ჰქონდეს - ღარიბაშვილი/წულუკიანის შეხვედრა

გამოქვეყნდა:

ღარიბაშვილისა და წულუკიანის შეხვედრა. აღმასრულებელ ხელისუფლებაში, კულტურის მინისტრად დაბრუნებულ წულუკიანს პრემიერი დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა და ახლად ჩამოყალიბებული სამინისტროს დაკომპლექტებაზე, სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და იმ მიმართულებებზე ესაუბრა, რომლებიც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებს ეხება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო იმ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას, ვიდრე საქართველო 2024 წელს ევროკავშირში წევრობის შესახებ ოფიციალურ განაცხადს გააკეთებს. აღინიშნა, რომ ამ პროცესში კულტურას, სპორტსა და ახალგაზრდობას თავისი ღირსეული ადგილი უნდა ჰქონდეს - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში

თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად 19 მარტს დანიშნეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი