ბათუმის მაჟორიტარი რესან კონცელიძე გიორგი გახარიას გუნდში შესაძლო გადასვლაზე განცხადებას აკეთებს და უარყოფს.
მისთვის გაუგებარია რატომ დასახელდა მისი გვარი სიაში და ამბობს, რომ ქართული ოცნებიდან წასვლას არ აპირებს.
გავაგრძელებ "ქართული ოცნების" გუნდში მუშაობას და არ ვაპირებ სხვა გუნდში გადასვლას. ჩემთვის გაუგებარია რატომ მოხვდა ჩემი სახელი და გვარი იმ სიაში, რომელიც გავრცელდა. ბატონი გიორგი ჩემი მინისტრი იყო", - ამბობს კონცელიძე.
შეგახსენებთ, გადადგომის შემდეგ დღეს, 22 მარტს გიორგი გახარია მედიასთან პირველად გამოჩნდა. და თქვა, რომ არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის არც პოლიტიკიდან.
ავტორი: თეა ვაშალომიძე