თუ ვინმეს ქართული ოცნებიდან წასვლა უნდა გზა ხსნილია - ამბობს გია ვოლსკი, თუმცა მისივე თქმით, მას ამის შესახებ არაფერი სმენია:
"მე არ გამიგია, რომ ვინმეს ქართული ოცნებიდან წასვლა უნდა და გადანაცვლება ახალ პოლიტიკურ ჯგუფში, თუმცა გზა ხსნილი აქვთ, თუ ვინმე ასე გადაწყვეტს" ამბობს ვოლსკი.
ვიცე სპიკერი გიორგი გახარიას პოლიტიკურ გააქტიურებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ჯერჯერობით კონკრეტული არაფერი სმენია. ვოლსკი თვლის, რომ გახარიას გადაწყვეტილების მიღებისას მეტი პრინციპულობა უნდა გამოეჩინა
გადაწყვეტილებების მიმართ, რომლებსაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა, აქ გაცილებით მეტი პრინციპულობა უნდა გამოეჩინა და გაცილებით უფრო სიღრმისეული ანალიზი და შორსმჭვრეტელობა გამოეჩინა, რაც მნიშვნელოვანწილად სახელმწიფოსაც ავნებდა, ასე რომ გაგრძელებულიყო, როგორც ის ამბობდა და გარკვეულწილად გუნდიდან გამოყოფის ან დაცილების სერიოზული წინაპირობა შექმნა“ - ამბობს ვოლსკი
შეგახსენებთ, გადადგომის შემდეგ დღეს, 22 მარტს გიორგი გახარია მედიასთან პირველად გამოჩნდა. და თქვა, რომ არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის არც პოლიტიკიდან.