გახდება თუ არა ყოფილი პრემიერმინისტრი ოლიგარქ ივანიშვილის მთავარი ფიგურა ახალ პოლიტიკურ დაფაზე. გიორგი გახარიამ განაცხადი უკვე გააკეთა - "ოცნების" მთავარობის მეთაური არსად წასულა და შესაძლოა, მალე თავისივე ყოფილი გუნდის მთავარი მეტოქე გახდეს.
დღეს "ოცნების" გადამდგარ ლიდერს არ დაუკონკრეტებია, რატომ და ვისი დავალებით უბრუნდება აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას. ასევე არაფერია ცნობილი მისი შესაძლო თანაგუნდელების შესახებ, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გახარიას გარემოცვა, რომელიც კლანებს შორის დაპირიპირებას შეეწირა, ორბიტაზე ისევ გამოჩდნენ.
გიორგი ხოჯევანიშვილი, შალვა კერესელიძე, მაია მენაღარიშვილი, ბექა ლილუაშვილი, რესან კონცელიძე .. - თუმცა, "მთავარი არხის" ინფორმაციით, სწორედ ეს ადამიანები განიხილავენ გიორგი გახარიას გუნდში ყოფნას და ყოფილ პრემიერთან თანამშრომლობას.
გადადგომის შემდეგ დღეს, 22 მარტს გიორგი გახარია მედიასთან პირველად გამოჩნდა. და თქვა, რომ არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის არც პოლიტიკიდან.
ნინო სამყურაშვილის რეპორტაჟი: "გახარია ბრუნდება"