მერიაში სახელფასო ფონდი 4 მილიონით იზრდება

გამოქვეყნდა:

ხალხი შიმშილობს, "ოცნების" მაღალჩინოსნები კი ბიუჯეტიდან დამატებით მილიონებს ინაწილებენ. მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსთვის კახა კალაძემ დამატებით ოთხი მილიონი ლარი გამოყო. ამ თანხით ათასობით ლარის შემოსავლის მქონე მაღალჩინოსანს, მათ შორის "ოცნების" ლიდერების ახლო გარემოცვას, ყოველთვიური შემოსავალი კოლოსალურად გაეზდებათ. დოკუმენტს ერთი კონკრეტული აიპის სახელფასო ფონდის გაზრდასთან დაკავშირებით მხოლოდ მერის ხელმოწერა აკლია, ამ ფონზე კი დედაქალაქის ხელმძღვანელობას კორონაკრიზისის დროს შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის მდომარეობის შემსუბუქებაზე არც კი უფიქრია.

კახო კალაძის ხელმოსაწერად გამზადებული დოკუმენტი ოპოზიციამ მოიპოვა. როგორც ირკვევა, ლაშა მაჭავარიანი მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებული მაღალჩინოსნების ხელფასების 4 მილიონით გაზრდას ითხოვს. მერიის აიპები და სსიპები რომ რეალურად "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების ოჯახის წევრების დასაქმების ბიუროა ამაზე ოპოზიცია დიდი ხანია საუბრობს.

ამავე თემაზე:

ნანიკო სისვაძის რეპორტაჟი: "მაღალი ხელფასები მერიაში"

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი