გამოკითხულთა 49%-ს აზრით, პარლამენტში ქალის და კაცის საუკეთესო გადანაწილება 50-50%-ზე იქნებოდა - NDI

გამოქვეყნდა:

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ პარლამენტში ქალის და კაცის საუკეთესო გადანაწიელბა 50% - 50%-ზე იქნებოდა. ამავე კითხვის პასუხად 16% მიიჩნევს, რომ 30% ან ნალები ქალი უნდა იყოს, 70% ან მეტი კი კაცი.

კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი