"ოცნება" პირველ რაუნდზე მზად არ იყო, არ ვაპირებთ უკან დავიხიოთ - კაპანაძე

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი უახლოეს დღეებში საქართველოში დაბრუნდება. ის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიაციის პროცესს გააგრძელებს. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ დანიელსონი არ დაბრუნდებოდა "ქართული ოცნების" მხრიდან გარანტია არ არსებობდეს, რომ რაიმეს დათმობენ. მათივე თქმით, მომხრეები არიან ეს კრიზისი მოლაპარაკებების გზით განიმუხტოს.

"ქართული ოცნება წინა რაუნდზე მზად არ იყო, თუ ისევე არ აღმოჩნდება მზად, მაშინ უნდა ელოდოს, კიდევ უფრო დრამატულ რეაქციას ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ არ ვაპირებთ უკან დავიხიოთ ორ სამართლებრივ მოთხოვნაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილმა ჯერ ვერ გააცნობიერა რამდენად მძიმე მდგომარეობაშია თვითონ და რამდენად მძიმე მდგომარეობაში აგდებს ქვეყანას", - თქვა სერგი კაპანაძემ

მისი განცხადებით, დრამატული რეაგირება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან შეიძლება სანქციებიც იყოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი