წულუკიანი ამჯერად კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ემუქრება

გამოქვეყნდა:

თეა წულუკიანი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველი კლანის წევრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზურია. ამჯერად კულტურის მინისტრის თავდასხმისა და შესაბამისად, საპასუხო რეაქციის სამიზნე თავად კულტურის მოღვაწეები გახდნენ.

განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდა წულუკიანის მოსაზრებები ხელოვნების დარგის მართვის სისტემის შესახებ. თეა წულუკიანი პირადად ადასტურებს, რომ განსხვავებული აზრის წარმოშობის მიზეზების გარკვევაზე განსაკუთრებული მონდომებით იმუშავებს.

სადამსჯელო ოპერაცია დაანონსებული და ამოქმედებულიცაა - მინისტრი ახალ კაბინეტსა და სავარძელს  ახალი მისიით, მაგრამ საბჭოთა საქართველოსთვის კარგად ნაცნობი სცენარით იბარებს. ერთადერთი, რასაც მიზანში ამოღებული ხელოვანები ხელისუფლებას უქადიან პროტესტი და სრული ამბოხი იქნება, წარსულის გამოცდილებით ახსენებენ, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა მათ ყველაზე კარგად გამოსდით და თავისუფლება ზუსტად რომ ე.წ. უფასო კრიტიკაა, ანუ თავისუფლება არ იყიდება. 

ცნობისთვის, თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად 19 მარტს დაინიშნა. 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი