ფეისბუქ ჯგუფი "ბიძინა ივანიშივილი და მედია" გახარიას მხარდამჭერ ჯგუფად გადაკეთდა. ახლა მას "გახარია და მედია" ჰქვია.
ჯგუფი, რომელსაც 100 000-მდე გამომწერი ჰყავს, ჯერ კიდევ 2011 წლის 9 ოქტომბერს დაფუძნდა. მას შემდეგ - რაც ოლიგარქმა ივანიშვილმა პოლიტიკური განაცხადი გააკეთა.
ჯგუფს გახარია და მედია - დღეისათვის ორგანიზაცია ჰოლონი მართავს, რომლის დამფუძნებელი სახელისუფლებო მედია სახე და წარსულში მარაბდა კარწახის რკინიგზის დირექტორი - ირაკლი წულაიაა.
მანამდე კი ჯგუფს გაბრიელ წულაია, მისი ძმა მართავდა, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციის სტრატკომის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.
ის ოცნების შემომწირველიც იყო და 6000 ლარის ღირებულების აპლიკაცია დაუწერა მმართველ პარტიას - რომლის საშუალებითაც ამომრჩეველს შეეძლო გაეგო რა გააკეთა ოცნებამ სამეგრელოს რეგიონში.
თანამდებობა გაბრიელ წულაიამ გიორგი გახარიას გადადგომიდან მალევე დატოვა.
არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ რომ შესწავლის საგანი უნდა გახდეს წულაიას სტრატოკმში მოღვაწეობის პერიოდი, რა დროსაც ის ბიუჯეტიდან წლიურად 70 000 ლარამდე ანაზღაურებას იღებდა და პარალელურად დაკავებული იყო საეჭვო გვერდების მართვით, რომელიც დიდი წმენდის შემდეგ გარკვეული პერიოდი დაპაუზებული იყო.
კომენტარი არაერთი მიმართვის მიუხედავად ძმებმა წულაიებმა არ გააკეთეს.
გიორგი გახარიას მხარდასაჭერად ახალი გვერდებიც შეიქმნა. ამ გვერდების უმეტესობას მოსკოვში რეგისტრირებული მომხმარებლებიც მართავენ.