
სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი ფავლენიშვილი, მოლაპარაკებებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, რომ შემდეგ მედიაციაში, სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ პოლიტიკური რეპრესიების საკითხი წამოჭრან. ფავლენიშვილი ამის შესახებ Facebook-ზე წერს.
"მოვუწოდებ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც მედიაციაში მონაწილეობას იღებენ მოლაპარაკებების შემდგომ რაუნდში წამოჭრან საკითხი სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ პოლიტიკური რეპრესიების შესახებ (უკანონო ადმინისტრაციული დაკავებები, ათიათასობით ლარის ჯარიმები და ბოლოს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება)
მითუმეტეს რომ შარლ მიშელის შემუშავებულ 6 პუნქტიან დოკუმენტში მესამე პუნქტი პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების საკითხსა და პატიმრების პრობლემას ეხება", - წერს ირაკლი ფავლენიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ბრუნდება. ის აპირებს, რომ მედიაციის პროცესი განაახლოს.