"ერთი პირის მოსაზრება"- "ოცნება" ნატა საბანაძის კრიტიკულ ინტერვიუზე

გამოქვეყნდა:

"თქვენ ჩემზე ძალადობთ", "ერთი პირის მოსაზრება"- ასე ეხმაურებიან "ქართულ ოცნებაში" ნატა საბანაძის იმ კრიტიკულ მოსაზრებებს, რომელსაც დიპლომატი "ლე მონდთან" ინტერვიუში აფიქსირებს.

საბანაძე, რომელიც 8 წლის განმავლობაში ქვეყანას ევროკავშირში წარმოადგენდა, ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის პროდასავლური და პროევროპული.

"ქართული ოცნების" დეპუტატების ნაწილი კი დიპლომატის განცხადებებზე კომენტარებს გაურბის.

ნატა საბანაძემ თანამდებობა 21 მარტს დატოვა. სამდღიანი დუმილის შემდეგ კი საბანაძემ ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა წასვლის რეალურ მიზეზებზე -"ხელისუფლება აცხადებს, რომ პროევროპელია. თქმა არ არის საკმარისი, ეს უნდა იყო" - ამბობს დიპლომატი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი