ჩვენი ხელით აღვასრულებთ სამართალს - მოკლულის ოჯახი ბრალდებულის გათავისუფლებას აპროტესტებს

გამოქვეყნდა:

"ჩვენ აღვასრულებთ ჩვენი ხელით სამართალს" - გურჯაანში, ბრალდებულის გათავისუფლებამ მოკლულის ოჯახის პროტესტი გამოიწვია.

1 პირის მკვლელობისა და 1 პირის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 9 თვიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა და გათავისუფლდა.

იმის გამო, რომ ბრალდებულმა წინასასამართლო სხდომაზე, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გამოყენება გადაწყვიტა და ამჟამად მსაჯულების შერჩევის პროცესი არ დასრულებულა, ბრალდებული გაათავისუფლეს.

მოკლული შოთა მაზმიშვილის ოჯახში ამბობენ, რომ ბრალდებულის გათავისუფლება საშიშია არამხოლოდ მოკლულის ოჯახისთვის, არამედ საზოგადოებისთვის.

"უსამართლობის განცდა მაქვს. საშინელი განცდაა, როცა იცი, რომ შენი შვილი მიწაში წევს და ის 9 თვის მერე გამოვიდა გარეთ" - ამბობს მოკლულის დედა

ადვოკატის თქმით კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც პატიმრობაში არ უნდა იყოს. 

გურჯაანში 1 პირის მკვლელობისა და 1 პირის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გათავისუფლდა

ავტორი: ია გულიაშვილი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი