
"ქართული ოცნების" აქტივისტმა და მხარდამჭერმა შაკო კუჭაშვილმა ოპოზიციასთან საბრძოლველად მოძრაობა "წინსვლა" დააფუძნა.
"ოცნების" აქტივისტების განცხადებით, იწყებენ "პოლიტიკურ დღის წესრიგზე გავლენის მოხდენას" და ბრძოლას "პოლიტიკურ ჭაობთან, მობეზრებულ სახეებთან, ქვეყნის განვითარების მუხრუჭებთან, სტაბილურობის წინააღმდეგ გალაშქრებულ ჯგუფებთან".