
დეკანოზი ილია ჭიღლაძე კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნას ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა უდიდესი საფრთხის ქვეშაა. მისი თქმით, წულუკიანი მატყუარა და სამარცხვინო ადამიანია.
"კულტურის მინისტრი წულუკიანი არის მატყუარა და სამარცხვინო ადამიანი, იმის ნაცვლად, რომ აღიაროს ხელისუფლების დანაშაულებრივი გულგრილობა და უმოქმედობა შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ავარიული ორასწლოვანი უნიკალური შენობის რეაბილიტაციის არ ჩატარების და მუდმივი ცრუ დაპირებების გამო, რომ აი ახლა დაიწყება რეაბილიტაცია, აი მალე იქნება, ამასობაში წლები გადის და მუზეუმის შენობის რეაბილიტაცია-რესტავრაციას არ დაადგა საშველი, არადა ორ საუკუნოვანი შენობა ლამისაა თავზე ჩამოგვენგრეს და მიწისქვეშა წყლებმა რასაც ჰქვია, ჩაალპო და ნესტს მიაქვს მუზეუმი, რაც უდიდეს საფრთხეს უქმნის იქ დაცულ მსოფლიო მნიშვნელობის საგანძურს, ამიტომ მუზეუმის ადმინისტრაციის ქმედება, რომ დაცვისა და გამოფენისათვის ექსპონატთა ნაწილი გადაეტა ეროვნული მუზეუმის სხვა შენობებში, იყო სავსებით სწორი, - წერს ის.
მისი თქმით, წულუკიანი სამარცხვინოა. ის მინისტრს გელათის პრობლემებზე გაკეთებულ განცხადებას ახსენებს და ამბობს, რომ "ოცნების" დანაშაულებრივი ქმედებების აღიარების ნაცვლად ის "კენჭების სროლას" სააკაშვილის პერიოდისკენ ცდილობს.
"საჯაროდ ვამბობ, რომ ესაა უღირსი, არაკვალიფიციური პოლიტიზირებული კადრი კულტურის მინისტრის თანამდებობისთვის, რომელიც ყველანაირ სიბინძურეზე და სიცრუეზე ხელის მომწერია. და კიდევ, ტვ ობიექტივი და ინაშვილი-მიქიაშვილი და მათ უკან ატუზული ბინძური კამანდა არსად დაეკარგოს", - წერს ის.
მისი თქმით, მთელი კულტურული საზოგადოება ფეხზე უნდა დადგეს და დაიცვან ეროვნული მუზეუმი ამ "მავნებლებისგან".