2018 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში - საეჭვო ვითარებაში გარდაცვილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახი კახა საბანაძის და გიორგი გახარიას დაკითხვას ითხოვს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ მათი შვილი მოკლეს და დამნაშავეებს ხელს სამართალდამცველები აფარებენ.
პირველივე დღიდან პოლიციამ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევად გამოაცხადა, იმის მიუხედავად რომ საქმეში არაერთი ბუნდოვანი გარემოებაა. მკვლელების მფარველობაში ოჯახი პოლიციის მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს.
ახალგაზრდას მშობლების ინფორმაციით, მათ შვილზე თავდასხმასა და მკვლელობაში 10-მდე ადამიანი მონაწილეობდა და ერთ-ერთი მათგანი კახა საბანაძესთან დაახლოებული პირია.
,,მთავრობა პირდაპირ იყო ჩაფლული, როდესაც შს მინისტრი იყო გიორგი გახარია შევხვდი და მითხრა, რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანდა, თუმცა პირიქით მოხდა, ხელს მიშლიდა. კახა საბანაძეს 4-5-ჯერ შევხვდი, კითხვებს როდესაც ვუსვამდი ძალან ნერვიულობდა. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ჩააწყვეს საქმე, ვითხოვ დაიკითხოს ეს ხალხი, თუმცა იმედი არ მაქვს, რომ საქმეს პროკურატურა გამოიძიებს“ - აღნიშნა გადაცვლილის მამამ.
შემთხვევა 2018 წლის 6 ივლისს მოხდა. მანქანა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანის გზაზე გადაადგილდებოდა, გამოძიების ინფორმაციით, თორნიკე მერებაშვილს დაეჯახა. მერებიშვლი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ამავე თემაზე: