ვინ შეცვლის ნატა საბანაძეს? ერთ-ერთ ვერსიად დრეს მაკა ბოჭორიშვილის კანდიდატურა დასახელდა, რომელსაც ევროკავშირში მუშაობის გამოცდილება აქვს. თუმცა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე "მთავარ არხთან" საუბრისას ამბობს, რომ მსგავსი შეთავაზება არ მიუღია და რომც მიიღოს უარს იტყვის.
"არა, არ განვიხილავ ამ საკითხს, იმიტომ, რომ ბრიუსელიდან რამდენიმე თვის წინ დავბრუნდი, ჩემი მიზანია ის, რომ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ვაკეთო საქმე აქედან, საიდანაც უნდა დავიწყოთ ევროკავშირში ინტეგრაცია და ვარ აქ", - თქვა მან.
საქართველოს ყოფილმა ელჩმა ბრიუსელში ნატა საბანაძემ კი გადადგომის შემდეგ, სამდღიანი დუმილი დაარღვია - ხელისუფლება აცხადებს, რომ პროევროპელია, მაგრამ მხოლოდ თქმა საკმარისი არ არის - ამბობს საბანაძე Le Monde-სთან ინტერვიუში.