
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა გვანახა არჩევნების პირველი დემოკრატიული გადაბარება მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა - ამის შესახებ სენატიდან ერთ-ერთი მწვავე გზავნილების ავტორმა კარა მაგდონალდმა განაცხადა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თმით, საქართველო იყო და არის რეგიონული ლიდერი დემოკრატიული განვითარების მხრივ, რუსეთიდან მომავალი ზეწოლის მიუხედავად, თუმცა ის შეშფოთებულია იმ უარყოფითი მოვლენებით და ტენდენციებით, რომელიც დღეს საქართველოში ვითარდება.
,,მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების კონცენტრირება ძალაუფლების ინსტიტუტებში, პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე საფრთხეს უქმნის ქართველების რწმენას საკუთარი დემოკრატიის მიმართ“, - აღნიშნა მაკდონალდმა სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის შესახებ დებატები მიმდინარეობდა.