დროის გასვლასთან ერთად იმედები გაგვიცრუვდა რადგან უფრო და უფრო მეტ პოლიტიკურ დევნას ჰქონდა ადგილი - რიში საქართველოზე

გამოქვეყნდა:

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულობაზე საუბრობს ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში,  რომელიც არჩევნების დროს საქართველოში პირადად აკვირდებოდა განვითარებულ მოვლენებს და სჯეროდა  ქვეყნის წარმატებული დასაწყისის.

2012 წლის არჩევნები სენატში სიტყვით გამოსვლისას მან ამერიკულ არჩევნებსაც შეადარა. თუმცა, აღნიშნა, რომ იმედები მალევე გაუცრუვდა.

,,არჩევნების მეორე დღეს გვქონდა შესაძლებლობა დამარცხებული და გამარჯვებული მხარეები გვენახა. შევხვდით პარტიების ლიდერებს, ბატონ სააკაშვილს და ივანიშვილს. მე 36 არჩევნებზე ვყოფილვარ და უნდა გითხრათ, რომ იმ ბანაკებში ზუსტად ისეთი განცდა მქონდა როგორც ამერიკულ არჩევნებში. გამარჯვებულები თავს გამარჯვებულად გრძნობდნენ, დამარცხებულები კი დამარცხებულად. ოპტიმისტური განწყობა მქონდა, რადგან ორივე მხარე ისე მოიქცა როგორც ვურჩიეთ. დროის გასვლასთან ერთად კი იმედებიც გაგვიცრუვდა რადგან უფრო და უფრო მეტ პოლიტიკურ დევნას ჰქონდა ადგილი“,- აღნიშნა სენატორმა რიშმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი