საგანგაშო მდგომარეობაა, ქანები ერთმანეთს უფრო და უფრო შორდება - სპეციალისტები ვაშლიჯვრის მეწყერზე

გამოქვეყნდა:

მეწყერი დაიძრა - "მთავარი არხის" კამერამ დააფიქსირა, რომ თბილისის თავზე გადმოკიდებული სასიკვდილო საფრთხე ყოველდღიურად მზარდია. ნაპრალები, რომლებიც "მთავარის" კამერამ რამდენიმე დღის წინ გადაიღო, დღეს, ადგილზე ასულ გადამრებ ჯგუფს უკვე მნიშვნელოვნად გაზრდილი დახვდა. პროცესი წვიმამ და რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დააჩქარა.

მიუხედავად რამდენიმე მეტრის სიღრმის ნაპრალებისა, თბილისის მერი ისევ მედიას ესხმის თავს და ჟურნალისტებს პანიკის დათესვის მცდელობაში ადანაშაულებს. თუმცა, კალაძის მოჩვენებითი სიმშვიდის არ სჯერათ ადამიანებს, რომლებიც მეწყერ საშიშ ზონაში, მილიომობით ტონა მოძრავი მიწის მასის ქვეშ ცხოვრობენ. 

გეოლოგ თეა გოდოლაძის თქმით, დღეს საკმაოდ სახიფათო და საგანგაშო მდგომარეობაა, რადგან ქანები ერთმანეთს უფრო და უფრო შორდება, ნაპრალის სიღრმე კი 18 მეტრია. 

მეწყრული პროცესების მიმდებარედ მშენებლობის გაგრძელება კი ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა გააპროტესტეს. ისინი ამბობენ იმასაც, რომ მათთვის ყურადღება არავის მიუქცევია და მოსახლეობისთვის არც ევაკუაციის გეგმა გაუცნიათ.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი