სანქციები და ქვეყნისთვის დახმარების შეწყვეტა - გაფრთხილება აშშ-დან

გამოქვეყნდა:

სანქციები ქართული ოცნების ლიდერებს და ქვეყნისთვის დახმარების შეწყვეტა - ეს მძიმე გადაწყვეტილება ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგი იქნება თუ ოლიგარქი ივანიშვილი კონკრეტულ დათმობებზე არ წავა.

საქართველომ უნდა შეწყვიტოს სვლა ტოტალიტარიზმისკენ - ეს არის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ვაშინგტონიდან ისმის.

შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი უმაღლესი რანგის პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ კრიზისი საქართველოში მხოლოდ რუსეთს აძლიერებს. 

ნიკა მელიას პატიმრობის ყოველი დღე და პარლამენტში თავისუფალი სავარძლები კრემლის ინტერესებში მოქმედებას ნიშნავს - სენატორ შაჰინის ეს სიტყვები უმძიმესი და ერთნაირად მნიშვნელოვანი მოსასმენი აღმოჩნდა მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის.

გავლენიანმა სენატორებმა ღია სხდომაზე პირდაპირ მიანიშნეს, რომ დღევანდელი ფორმით პოლიტიკური კრიზისის გაგრძელება დაუშვებელია, მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ და მიაღწიონ კომპრომისს, რომელიც დაასრულებს პოლიტიკურ დევნას და პოლიტიკურ ბოიკოტს. 

მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტები,ოლიგარქიული მმართველობა,პოლიტიკური პატიმრები და ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დევნა, სასამართლო კლანი,ზეწოლა სამოქალაქო სექტორსა და მედიაზე- ეს არის ის დიაგნოზი, რომელიც სენატის მაღალი ტრიბუნიდან ქართულ ოცნებას ამერიკის ოფიციალურმა პირებმა დაუსვეს.

თუ ქართული ოცნება ქვეყანას დემოკრატიულ გზას არ დაუბრუნებს, სანქციები ოფიციალური ვაშინგტონიდან გარდაუვალი იქნება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი