ხმაური პარლამენტში - დეპუტატები ერთმანეთს წყალტუბოს პროექტისა და საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენების გამო დაუპირისპირდნენ

გამოქვეყნდა:

ხმაური პარლამენტში - დეპუტატები ერთმანეთს წყალტუბოს პროექტისა და საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენების გამო დაუპირისპირდნენ.

სხდომათა დარბაზში ხმაური საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებებით დაიწყო. „ოცნების“ დეპუტატები ოპონენტებს წყალტუბოს პროექტთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებების გამო აკრიტიკებდნენ.

საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, ოპოზიცია მიზანმიმართულად ესხმის თავს ბიძინა ივანიშვილს.

„წყალტუბო და აბასთუმანი, რა აღარ ვისმინეთ, ავთვისებიანი ქველმოქმედება, ლამის ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაული, ქონების მიტაცება... ამიტომაც მიდის ამდენი სიძულვილის და ბოღმის დანთხევა ამ პროექტებზე და მცდელობა იმის, რომ დისკრედიტაცია გაუკეთონ იმ მისწრაფებას, რომელიც არის, რომ ჩვენ დავძლიოთ ოკუპაცია“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ.

საპარლამენტო ოპოზიციამ კი მმართველი გუნდი იმის გამო გააკრიტიკა, რომ წლების განმავლობაში არაერთი პროექტი შეგნებულად შეაჩერა.

„არასდროს "ევროპულ საქართველოს" არ უთქვამს, რომ ცუდია ბიძინა ივანიშვილი რასაც აპირებს, მათ შორის არასდროს არ მითქვამს, რომ ცუდია, როდესაც ერთ ლარად, ან იაფად ვაპირებთ გადავცეთ წყალტუბო... ჩემი პირადად პრეტენზია თქვენი და ბიძინა ივანიშვილის მიმართ არის ის, რომ 2012 წელს რატომ გააჩერეთ წყალტუბოს განვითარების პროექტი, რომელიც შინაარსობრივად, პრაქტიკულად, იყო, მხოლოდ განხორციელების ფორმებია სხვადასხვა“, - განაცხადა“ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ.

საკმაოდ მწვავე შეფასება მოჰყვა საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებსაც. ირაკლი კობახიძემ მიმდინარე მოვლენებში ოპოზიცია, კერძოდ, კი ენმ დაადანაშაულა. მისი თქმით, ენმ-ს მხრიდან მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს ეკლესიაზე.

„საცოდავი პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ აქვს არც სამშობლო დ არც ღმერთის არ სწამს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი