დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 25 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 732  გახდა.

აქვე გეტყვით, რომ  ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 356 ადამიანი გამოჯანრთელდა.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 125 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 101 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,7 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი